ახალქალაქში გზაზე მოძრავ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

ასპინძა-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე მოძრავ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურმა ხანძრის ჩაქრობა დროულად მოახერხა. გადარჩა ტრაილერის უკანა მხარე, სადაც ტვირთი იყო მოთავსებული.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.