ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიაში 55 წლამდე მამაკაცი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლის ერთ-ერთ ოთახში, ჩამომხრჩვალი ნახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე   გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.