ახალქალაქში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.