ახალქალაქში ქალი ხიდიდან გადახტა

ახალქალაქში, ხიდიდან შუა ხნის ქალი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ყოფილ სამხედრო დასახლებასთან დღეს დილით მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.