ახალქალაქში ქალს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში- ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა. შეჯახების შედეგად მან ქალა ტვინის დაზიანება მიიღო, რის გამოც პაციენტის თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. დაზარალებული ახალქალაქიდან დედაქალაქში კატასტროფის ჯგუფმა გადმოიყვანა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.