ახალქალაქში ყოფილ სამხედრო დასახლებაში ხანძარია

ახალქალაქის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ხანძარია. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს 5 სახანძრო ჯგუფი აწარმოებს.

უწყების ცნობით, ხანძრის შენობებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.