ახალციხეში მაღაზიაში მანქანა შევარდა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში მსუბუქი ავტომობილი შევარდა. ინფორმაციას და ფოტოს შემთხვევის ადგილიდან "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

ჩამსხვრეულია მაღაზიის მინები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.