ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი  იტყობინება. 

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.