ახალციხეში 80 წლის ქალს მანქანა დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში- 80 წლის ქალს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხანდაზმული გზაზე გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს.