ახალციხეში ავარიისას მძიმედ დაშავებული ბავშვი თბილისში გადაჰყავთ

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა. 

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე მდგომარეობის გამო ის ადგილობრივ ჰოსპიტლიდან თბილისში გადაჰყავთ.

"ავტოავარიის შედეგად შემოიყვანეს 7 წლის ბიჭი, მძიმე ტრავმული დაზიანებით, გამოძახებულია კატასტროფა და ველოდებით გადაყვანას თბილისში",- აცხადებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.