ახალციხეში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ახალციხეში მსუბუქი ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.