ახალციხეში, ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში ქუჩაში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა, ექიმებს 57 წლის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

report.ge-ს ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი  გულის შეტევაა.

ახლობლების თქმით, გარდაცვლილის მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.