ახალციხის საავადმყოფოში ჩვილი გარდაიცვალა

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა.მიზეზი ამ დრომდე უცნობია. კლინიკის მენეჯერის თქმით, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ის მოულოდნელად გარდაიცვალა. 

ჩვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.