ახალციხის ტყეში ხანძარი გაჩნდა

ახალციხის სოფელ წინუბანის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 40-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობდა. 

მათ დაკვამლიანების წყარო, მხრჩოლავი კერები მალევე ჩააქრეს და ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. 

ხანძრის შედეგად დაზიანდა წიწვოვანი ტყის ქვედა საფარის 2 ჰექტრამდე ფართობი.