ახალციხისა და ახალქალაქის სასწრაფოს თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ახალციხის და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფიცირებულია ახალციხის სასწრაფოს 13, ხოლო ახალქალაქის 12 თანამშრომელი. 

როგორც Report.ge-ს შსს-ს კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცნობეს, მოძიებულია ინფიცირებულთა კონტაქტებიც და ორივე ქალაქში  სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მოსახლეობას შეუფერხებლად ემსახურებიან.