ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით დაშავდა.

მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.