ახმეტის მუნიციპალიტეტში ხანძარია

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 

ხანძარი შენობის ორივე სართულზეა გავრცელებული. ადგილზე მეხანძრე- მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

report.ge დამატებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.