ახმეტაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც მამაკაცი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.