ახმეტაში ტყეს ცეცხლი უკიდია

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანის ტყე იწვის.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ორი ეკიპაჟია მობილიზებული.

მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო ფეხით ადგილზე ავიდა ათამდე მეხანძრე-მაშველი, იწვის 3 ჰექტარამდე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.