"აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

27 ოქტომბერს მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

"მათი ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო საბურღი დანადგარის კონვეიერის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2021 წლის 27 ოქტომბერს, 01:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.