აქტივისტები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ენგურის ხიდზე ელოდებოდნენ

სამოქალაქო აქტივისტები ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, ენგურის ხიდზე ელოდებოდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის წინააღმდეგ 12-წლიანი დავის გამარჯვებით დასრულება გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს.

,,გილოცავთ ყველას ამ გადაწყვეტილებას. ეს მოსპობს თვითაღიარებას და აღიარებასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს და გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს. ჩვენ საბოლოო გამარჯვებას აფხაზეთში და სამაჩაბლოში აუცილებლად ვიზეიმებთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო.

სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.