აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ქვეყანაში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს. 

აქციაზე მისულმა ადამიანებმა, ბელარუსში მყოფ თანამემამულეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ისინი თავიანთ ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს მმართველობა უნდა დასრულდეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს და მოუწოდეს, არ აღიაროს ბელორუსში გამართული არჩევნების შედეგები.