ამ ბიზნესის წინააღმდეგ გამოვდივარ! ამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება! - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტისხეულებზე ტესტების გაკეთება აფიორაა და მცდარ მოლოდინებს ქმნის.

"ანტისხეულების ტესტების “ბიზნესის” წინააღმდეგ გამოვდივარამოვიდა ყელში ამდენი ფულის კეთება და არაპროფესიონალიზმი ამ ქვეყანაშიეს არის, უბრალოდ, “აფიორა” და ტყუილი/მცდარი მოლოდინების, ილუზიის შექმნამეცნიერულად “ატისხეულების ტესტი” კონკრეტულ ადამიანს არანაირ შედეგს არ აძლევს, ვინაიდან რა პასუხიც არ უნდა იყოს, ეს პასუხი უფრო “ყავის ფინჯანზე მარჩიელობას” ჰგავსამერიკაში სადაზღვევო სისტემა არ აფინანსებს ამ რესურებს ჩვენთან კი (ასევე რუსეთში) ბუმია ამ ტესტებზე. შეკითხვა მაქვს, თუ მივყვებით ოფიციალურად “ამერიკულ” მოდელს, მაშინ რატომ ვიცრებით ჩინური ვაქცინებით (ჩინეთის გავლენის ქვეშ ვართ?!) და ვაკეთებთ ანტისხეულების ტესტებს (რუსეთის გავლინის ქვეშ ვართ?!). არაპროფესიონალიზმი კლავს" - წერს ფხაკაძე.