"ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა, დადასტურდა ეფექტურობა" - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე "ფაიზერის" ვაქცინის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, დადასტურდა 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობა.


"ამ ინფორმაცია ელოდებოდა ყველა.

ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.

ფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანს განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვი.

5 წლის ქვემოთ ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლიდ.

შეგახსენებთ ფაიზერი/ბიონტეკი სრული ავტორიზაცია ააქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია" - წერს ფხაკაძე.

ცნობისთვის, Pfizer Inc-მა და BioNTech SE–მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ძლიერ იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს. 

კომპანია გეგმავს აშშ-ში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში ბავშვთა იმუნიზაციის პროცესის დასაწყებად ნებართვა მოიპოვოს.

კომპანიების განცხადებით, 5-დან 11 წლამდე ბავშვებში ვაქცინის კლინიკურმა გამოცდამ ვირუსზე იმუნიტეტის გამომუშავება აჩვენა მეორე და მესამე ფაზაში, რაც 16-დან 25 წლამდე ასაკის მოზარდებში მიღებულ შედეგებს ემთხვევა.

Pfizer ვაქცინის გამოცდას 2-დან 5 წლამდე და 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ატარებს.