ამ ჯადოსნურ გოგოს ჩემთვის სულ სხვა გემო აქვს - ნანუკა ჟორჟოლიანი - PHOTO

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი ძმის შვილის ფოტოს ავრცელებს, რომელსაც მისი სახელი ჰქვია.

"დაჯის გარდაცვალებიდან ერთი წელი არ იყო გასული, რომ ჩვენს ოჯახს ახალი წევრი, ჩემი ძმის შვილი შემოემეტა. ამ ჯადოსნურ გოგოს ჩემთვის სულ სხვა გემო აქვს. მასში ყველაფერია და ჩემთვის დაჯის დიდი ნაწილიც. იცნობდეთ პატარა ნანუკას" - წერს ჟორჟოლიანი.