"ამ მედიკამენტის გამოყენება ახალშობილებშიც იქნება შესაძლებელი" - ნანა გეგეჭკორი

3 დეკემბერს, FDA-მ ავტორიზაცია გაუფართოვა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილს, ბამლანივიმაბის და ეტესევიმაბის (bamlanivimab and etesevimab) შემადგენლობით, უკვე 12 წელს ქვემოთ ასაკის პოპულაციაში - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი წერს. 

"კოვიდ-19-ის სამკურნალოდ და კორონავირუსთან შემხებლობისას პროფილაქტიკისთვის, ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება ახალშობილებშიც კი.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს ცნობები მონოკლონალური ანტისხეულების ეფექტურობაზე კორონავირუსის ახლად აღმოჩენი შტამთან მიმართებაში. ბოლო ორი თვის განმავლობაშ გამოქვეყნდა არაერთი საიმედო კვლევა ამ პრეპარატების ეფექტურობაზე, უკვე გავრცელებულ შტამებთან მიმართებაში" - წერს გეგეჭკორი.