ამ ვირუსის შეჩერება სინამდვილეში ძალიან მარტივია - რა მეთოდებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე

" ინდური შტამის შორეული ნათესავია "ლამბდა". ძირითადად, ლათინურ ამერიკაში ვრცელდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს. მისი თქმით, ვირუსის შეჩერება სინამდვილეში ძალიან მარტივია, თუ ჩვენ ხარისხიან სამედიცინო პირბადეს გამოვიყენებთ, თავშეყრის ადგილებზე უარს ვიტყვით და ავირებით.

"ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში ვირუსია K404N, რომელიც მართლა ძალიან საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 2-3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი - სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.