ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.
ფინალში ის ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.
მანამდე კი ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსანი რუს ტამირლან ბაშაევთს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ორი ვაზარით აჯობა.
თუშიშვილის მიერ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ მისმა მეუღლემ, ანი პაიკიძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნდა.
"ყველას ვერ გპასუხობთ, ემოციების, დაბნეულობის და კიდევ არ ვიცი ამას რა ქვია. პირველ რიგში, ყველას მადლობას ვუხდი, ვისაც გულწრფელად უხარია. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარია და მადლობა შენ ამისთვის Guram Tushishvili. ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე. ეს დასაწყისია, მადლობა ღმერთს ეს ურთულესი ორი წელი დამთავრდა და დამთავრდა მედლით. შენ მარტო, შენ ეს შეძელი, მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ...“ - წერს ანი.