ამას ყველა ელოდებოდა, ბევრი ჩემი კოლეგისთვის ეს პოსტი უსიამოვნო იქნება - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯადაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელმაც ცხადყო, რომ კოვიდგადის გადატანასთან შედარებით, ვაქცინა ხუთჯერ მეტ დაცვას უზრუნვლყოფს.

"ფაიზერით / მოდერნათი ვაქცინირებულები არიან უფრო დაცულები, ვიდრე კოვიდგადატანილები!

ამ კვლევას მსოფლიოში ბევრი ელოდა და საბოლოოდ კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა, კარგად წაიკითხეთ ბმულები). 

იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, უნდა დაუჯეროთ. ჩემს ქართველ კოლეგებს ვურჩევ, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არა ერთი არასწორი კომენტარი/რჩევა/მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან. გაუფრთხილდით თქვენ რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს!

ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ეს არის სიმართლე. ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი/განმარტება/წინასწარი გათვლები, რომლებიც არ მოხდა/შესრულდა. პასუხს გეტყვით - არც ერთი!

საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და “ყველაფერშიკებმა” გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფერო.

საქართველოს ვაქცინაციის საბჭო - მაპატიეთ, მაგრამ, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი - მე ერთმა ადამიანმა უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელმა საბჭომ… ეს არის ფაქტი! მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი!

ბოდიში კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს! სასწორზე ადამიანთა სიცოცხლეები დევს!

მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებ და მოსახლეობას მივაწვდი საჭირო ინფორმაციას.

არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემებს!" - წერს ფხაკაძე.