"ამაზე დიდი დანაშაული პანდემიის ჟამს არის რამე?!" - ჟამურაშვილი

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

მედიკოსი საქართველოში ვაქცინაციის ტემპის დავარდნას ეხმაურება და წერს, რომ მსურველებისთვის მესამე დოზა უნდა იყოს დაშვებული, რათა ვაქცინა არ გაფუჭდეს.

"დავუშვათ ბუსტერი (მესამე დოზა) ყველა მსურველისთვის, ვინც 5-6 თვის წინ აიცრა, განურჩევლად ასაკისა და რისკჯგუფისა.

ვაქცინის და თან "ფაიზერის" გადაყრაზე დიდი დანაშაული პანდემიის ჟამს არის რამე?!", - წერს თამარ ჟამურაშვილი.