"ამაზე მეტი ცინიზმი აღარ ვიცი რა უნდა იყოს" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად, მეუფე იაკობის დანიშვნას ეხმაურება. 

"ამაზე მეტი ცინიზმი აღარ ვიცი რა უნდა იყოს", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.