ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზაზე მოძრაობა აღდგა

წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ განცხადებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გადაადგილება დასაშვებია ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

"გასულ დღეებში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, 13 იანვარს, წესი-ურავის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და გზის ჩახერგვა გამოიწვია, რის შედეგადაც გადაადგილება მცირე დროით შეიზღუდა.

სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა მძიმე ტექნიკა, განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები და გზა გაიხსნა",- აღნიშნულია განცხადებაში