ამდენს რომ მიხდიდნენ, ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა - მაიკო კაჭკაჭიშვილის პასუხი ნუცა ბუზალაძეს

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძეს პასუხობს და ამბობს, რომ 5000 დოლარი მისთვის არასოდეს არავის გადაუხდია.  

"5000$ დოლარებს რომ იხდიდნენ სიმღერის დაწერაში დღეს ჩემი სახლი ბანკში არ იქნებოდა

5000$ დოლარი ცხოვრებაში არასოდეს არავისგან არ ამიღია

ყველაზე დიდი ჰონორარი ასტუდიომ გადამიხადა 3000$

ეს იყო ჩემი კარიერის მაქსიმუმი" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი Facebook-ზე. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მაიკო კაჭკაჭიშვილმა სოციალურ ქსელში შოუბიზნესში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, სადაც ასევე ახსენა ნუცა ბუზალაძის გამარჯვება იურმალაზე. 

"ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო "იურ­მა­ლა", აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი..." - ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში კომ­პო­ზი­ტო­რი.

ნუცა ბუზალაძის თქმით, 12 წლის იყო როდესაც მაიკომ ეს სიმღერა დაუწერა და ამაში მას 5000 დოლარი გადაუხადა, ხოლო იურმალა 17 წლისამ მოიგო.