ამინდი - 13 დეკემბერი

13 დეკემბერს, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში მოსალოდნელია ნისლი და 7 გრადუსი სითბო.

ბათუმში +16 გრადუსი იქნება. +17 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი ზუგდიდსა, ქუთაისში.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაეცემა. +9 გრადუსია მოსალოდნელი ლაგოდეხში. +8 გრადუსი იქნება სიღნაღშიც.

მესტიაში, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. +12 გრადუსია ნავარაუდევი ცაგერში. ბახმაროში კი +5 გრადუსი იქნება.