ამინდი 27 მარტამდე

23-24 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26 მარტს კი შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.