ამინდი დღეს

11 ოქტომბერს, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება.

ნალექია მოსალოდნელი ბათუმშიც, ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება. +29 გრადუსია ნავარაუდები ზუგდიდშიც. ქუთაისში +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, ჰაერის ტემპერატურა კი +25 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში +28 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +26 გრადუსია მოსალოდნელი.

მესტიაში იწვიმებს, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება. ცაგერში +21, ბახმაროში კი +17 გრადუსი იქნება.