ამინდი გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

დღეს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.