საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს აქ ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების ცნობით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება თბილისში. 

დედაქალაქში 20-22 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.