ამინდი-1 ოქტომბერი

დღეს, საქართველოს უმეტეს რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსამდე გათბება. ბათუმში +27 გრადუსი სითბოა ნავარაუდები. ზუგდიდში +26. +31 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში.

თბილი ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

თელავში, ჰაერის ტემპერატურა კი +25 გრადუსს მიაღწევს, ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის და +27 გრადუსი იქნება, სიღნაღში კი +25 გრადუსია მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი მაღალმთიან რეგიონებშიც. მესტიაში +20 გრადუსი, ცაგერში +24 , ბახმაროში კი +18 გრადუსი სითბო იქნება.

+24 გრადუსია ნავარაუდევი ბორჯომსა და ახალციხეში.