ამირან გამყრელიძე ვაქცინას ხვალ გაიკეთებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინას ხვალ, 4 მაისს გაიკეთებს.

შეგახსენებთ, 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.

"სინოფარმს" ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.