ამირან გამყრელიძე: 12 ათასი დაინფიცირებული პაციენტის მიღება შეგვიძლია

კლინიკები მზად არიან 12 ათასი დაინფიცირებული პაციენტი მიიღონ, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით საჭიროების შემთხევაში ქვეყანაში 2000 სასუნთქი აპარატია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქვეყანა მზად არის კორონავირუსის მასობრივად გავრცელებას გაუმკლავდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 25 პირია ინფიცირებული.