ამირან გამყრელიძე: აჭარაში ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება

აჭარის ტელევიზიაში აქტიურად მუშაობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. კარგია, რომ ყველა გამოკვლეული, გარდა ერთი შემთხვევისა, უარყოფითია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს დაკვირვება ტელევიზიის თანამშრომლებზე. 

"დიდი ალბათობით, ჩვენ ე.წ. ტელევიზიის კლასტერი არ გვექნება, მაგრამ ეპიდემიოლოგებს თვითიზოლაციაში გადაჰყავთ, ვინც საჭიროა. შესაბამისად, ეს პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტელევიზიის ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა.