ამირან გამყრელიძე გორში იმყოფება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გორში იმყოფება. 

მან უკვე მოინახულასამხედრო ჰოსპიტალი, სადაც იმუნიზაციის პროცესს გაეცნო, რის შემდეგაც კლინიკა „გორმედის“ ხელმძღვანელობასა და მედპერსონალს შეხვდა. 

გამყრელიძე გორში ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებს, წითელი ჯვრის მოხალისეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდება.