დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვის გაორმაგებას ელოდება. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ კვირის ბოლოს შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი 400-მდე გაიზარდოს. მისივე თქმით პიკი იქნება აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისი იქნება ძალიან რთული.
"ეს თვე იქნება ძალიან რთული, შემდგომ შეიძლება იყოს გაორმაგება, მაისის პირველი ორი კვირა იქნება ძალიან რთული,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ციფრი კლებას დაიწყებს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით აპრილის ბოლოს იქნება 1000-ზე მეტი ინფიცირებული.