ამირან გამყრელიძე Sinopharm-ით აიცრა - VIDEO

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ამირან გამყრელიძემ ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

შეგახსენებთ, 4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად, რეგისტრირებულია 15 325 ადამიანი.

"ცნობისთვის, სინოფარმს" ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს.