ამირან გამყრელიძე: ცხელ წერტილად გვრჩება ბოლნისის ორი სოფელი

ცხელ წერტილად გვრჩება ბოლნისის რაიონის ორი სოფელი: მუშევანი და გეტა,- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით ორივე სოფელში 1000-მდე ადამიანის გამოკვლევა მოხდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით სოფელ მუშევანში კოვიდის 51 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სოფელ გეტაში 18.