ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს. 

"მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, გაძლევთ საშუალებას, ბავშვებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია გქონდეთ ინტერნეტის საშუალებით.ვეცადოთ რომ ნაკლები იყოს მასობრივი თავშეყრა ადამიანების",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

საქართველოში ამ დორისათვის კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.