ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

როგორც ნინო მამუკაშვილმა report.ge-ს განუცხადა ამირან გამყრელიძემ ტესტზე პასუხი დღეს გაიგო და ის დადებითია.