"ამირანთან" პოლიციაა მობილიზებული- "კომეტების" ჩვენება აქციის ფონზე მიმდინარეობს 

კინოთეატრ „ამირანთან“ პოლიციაა მობილიზებული. ამ წუთებში „ამირანში“ თამარ შავგულიძის ფილმის "კომეტების’ ჩვენება მიმდინარეობს. ფილმი ორი შუახნის ქალის მეგობრობასა და სიყვარულზეა. ფილმის ჩვენებას ქართული მარში აპროტესტებს. მოძრაობის რამდენიმე წევრი კინოთეატრ „ამირანთან“ ტრანსფარანტებით მივიდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი ფილმების ჩვენებით LGBT თემის პროპაგანდა ხდება.