ამით ყველაფერი ნათქვამია - კულუმბეგოვი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სამედიცინო ჟურნალის, "ლანცეტის" ბოლო ნომრის გარეკანის ფოტოს ავრცელებს. გარეკანზე გამოტანილ ციტატაში აღნიშნულია, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით მდიდარი ქვეყნები ცუდასდ მოიქნენ. 

"19 ივნისი 2021 წელი, The Lancet -ის ბოლო გამოცემის გარეკანი შემდეგს გვამცნობს:

„კოვაქსი იყო მშვენიერი იდეა, რომელიც სოლიდარობის შედეგად შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა ... მდიდარი ქვეყნები უფრო ცუდად მოიქცნენ, ვიდრე ვინმეს ყველაზე ცუდ კოშმარში წარმოედგინა“ - აღნიშნულია ლანცეტში"ამით ყველაფერი ნათქვამია, ადამიანთა მოდგმა ძალიან შორსაა სამართლიანობის და კაცთმოყვარეობისგან" - წერს კულუმბეგოვი.